ავტორი:

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

უკვე წლებია, ჩეჩნეთში, კამერების წინაშე ბოდიშის მოხდა რესპუბლიკის ლიდერის მიერ დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა.

"ყველას, ვინც სოციალურ ქსელში რამზან კადიროვისა და მისი გუნდისთვის მიუღებელ პოსტს დაწერს, საქვეყნოდ ბოდიშის მოხდა, ან სიცოცხლესთან გამომშვიდობება მოუწევს და ეს დაუწერელი კანონია, რომელსაც ყველა აღიარებს", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში მორიგ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გროზნოს ორ მაცხოვრებელს ძალოვნების შესახებ "მიუღებელი ხუმრობის" გამო ბოდიში მოახდევინეს.

რამდენიმე დღის წინ, ორმა გროზნოელმა, ხუმრობის მიზნით, "ფეიკჩანაწერი" გააკეთა რესპუბლიკაში ალკოჰოლის გაყიდვასა და სამართალდამცველების დაკავებასთან დაკავშირებით. მათ ინტერნეტში ხმოვანი შეტყობინებები გაავრცელეს, რომლებსაც ძალიან მალე 100 ათასზე მეტი ნახვა და 500-მდე კომენტარი ჰქონდა. ინტერეტმომხარებლები ხუმრობდნენ, რომ ადგილობრივებს ალკოჰოლის დაშვება ისე გაუხარდათ, გასაკვირია აქამდე როგორ ითმენდნენ. ზოგს არც სჯერა, რომ ითმენდნენ და არ სვამდნენ.

"ზავოდსკის შსს განყოფილებაში მოსკოვის სპეცრაზმი შეცვივდა. განყოფილების სრული ოკუპაცია მოახდინეს. ყველა, ვინც მცირედ დარღვევაზე, მაგალითად, ალკოჰოლის მიღებაზე გამოიჭირეს, ათავისუფლებენ. ეუბნებიან, რომ რწმენის გამო თქვენ ალკოჰოლის მიღების უფლება არ გაქვთ. პოლიციელებიც დააპატიმრეს. ასე რომ, წადი, სადაც გინდა და აიღე ალკოჰოლი", - ამბობს ხმოვან შეტყობინებაში ერთ-ერთი მათგანი ჩეჩნურ ენაზე.

ამ ჩანაწერის გავრცელებიდან ძალიან მალე გროზნოს სამართალდაცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ორივე პიროვნება, რომლებმაც ვითომ იუმორით, ჩეჩნეთის პოლიციასა და ხალხს ცილი დასწამეს, ბოდიშს მოიხდიან მათ წინაშე.

"ერთი თვის წინ იქ გზები ჩაკეტეს და სხვა გზა გაიხსნა. ამის შესახებ ტაქსის მძღოლისგან მოვისმინე და გადავწყვიტე, მეხუმრა, რადგან ჰასანს უყვარს ალკოჰოლი. გავაკეთე ჩანაწერი და გავუგზავნე მას, მან კი ინტერნეტში გაავრცელა. ვაღიარებ, რომ ეს ძალიან სულელური ხუმრობა იყო. მართლაც უამრავ პოლიეცელს მივაყენეთ შეურაცხყოფა. იმ განყოფილებაში ჩემი ახლობლებიც მუშაობენ, ჩვენი ძმები დილიდან საღამომდე ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან იქ. ბოდიშს ვუხდით მათ... არავინ გაბედოს ასეთ თემებზე ხუმრობა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, სადაც ადამიანები შრომობენ. რამზანი ჩვენი პრეზიდენტია, აჰმად-ჰაჯიც, ორივე მათგანი ჩვენს უკეთეს მომავალზე ზრუნავს", - აცხადებს მეორე პიროვნება.

ინციდენტს მედიაში ადგილობრივების გამოხმაურება მოჰყვა.

"ამ ორ მამაკაცს ეტყობა არ ახსოვდა, რომ ჩეჩნეთში კადიროვი "მეფობს". რა ჩაიდინეს ასეთი?! რამდენჯერ გვიხუმრია ასე და უარესადაც? სიტყვის თავისუფლება ალბათ კიდევ დიდხანს იქნება შორეული ოცნება ჩეჩნეთში. საწყალი კაცები, სკოლის მოსწავლეებივით ატუზეს კედელთან", - წერს kavkaz-uzel.eu-ის პუბლიკაციის კომენტარებში ერთ-ერთი ადგილობრივი.

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება, მას, როგორც ჭეშმარიტ დიქტატორს სიამოვნებს შეშინებული ან ნაწამები ადამიანების ცქერა. სულ მაინტერესებს, როდის დასრულდება ეს ტრაგიკომედია ჩეჩნეთში, ალბათ პუტინის რეჟიმის დასრულების შემდეგ, როდესაც კადიროვს ასეთი მხარდაჭერა აღარ ექნება", - მიაჩნია ვადიმ კოზლიაკოვს.

დღეს, ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ ახსენა ბოდიშის მოხდა, ამჯერად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

"კადიროვმა ისრაელის ხელისუფლებისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ისრაელისა და პალესტინის პოლიციელებს შორის დაპირისპირებისას, მორწმუნე მლოცველები დაიღუპნენ, რომლებიც იმ დროს ალ-აქსას მეჩეთში იმყოფებოდნენ. ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს", - განაცხადა კადიროვმა.

"ასეთი თვითპიარი და ხელოვნური განხეთქილების მცდელობა, იმედია, მას ცუდ შედეგამდე მიიყვანს. ასე ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს. ან ავალებენ ასე და ისიც, იმ ძალაუფლების გამო, რასაც ჩეჩნეთში ინარჩუნებს, ყველაფერს აკეთებს. კარგი იქნება ვინმემ უთხრას, რომ ძალაუფლება მუდმივი არაა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსეი ფრიდმანი.

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს