ავტორი:

"სასაფალოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"სასაფალოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად" - ვახტანგ მეგრელიშვილი

ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც თბილისის მერიის მიერ ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბური სამუშაოების დაწყებას გამოეხმაურა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავი უხერხულად იგრძნო, როდესაც პოლიციამ წაიღო მისი კვერცხი საფლავზე გადასაგორებლად.

"ჩვენი დასვენების დღეები წლებია გრძელდება, ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გვაქვს. თუ მართლა სერიოზულად არ გადავწყვიტეთ რაღაც გავაკეთოთ, მიმართულება შევცვალოთ, ჩვენ ხომ ეკონომიკას ვეღარ ავამუშავებთ? საბოლოო ჯამში, ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა. ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება, იმ ადამაინებისთვის ვინც ეს გააკეთა, შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წელი თავს უქნევდნენ. ხომ შეგვრცხვება?

ქუჩის მორეცხვა ამ სიტუაციაში, სადაც ვართ, ის სასაფალოების შეზღუდვები... სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. უხერხულად ვგრძნობდი, არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. მანქანიდან გადმოსვლის შემრცხვა. საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ ისევე ხალხმა მორჩლებით და უცოდინრობით“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა