ავტორი:

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

"წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთაგან 1500-მდე საწოლი თავისუფალია.

გაბუნიას განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს.

"განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთოს პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“, აქტიურია დაჯავშნა და 'სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა შეკითხვას შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებას, არსებული რეგულაციების აღსრულების გარეშე ეფექტი არ ექნება.

"მთავარია, ახლა დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი იქნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტმა გუშინდელი მონაცემებით 70% დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის არიდება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, შრომის ინსპექციის სამსახურს ყოველდღე უხდება დააჯარიმოს მოქალაქეები და ბიზნესი იმის გამო, რომ ჩატარდა ქორწილი ან სხვა ღონისძიება, სადაც ბევრი ადამიანის თავშეყრა იყო, რაც გარდაუვლად იწვევს ეპიდემიის ხელშეწყობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ - "ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი - როდის დავლევ?"

"განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის" - ამირან გამყრელიძე

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე