ავტორი:

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)

ამბობენ, რომ თუ უშვილო წყვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს მოინახულებს, შვილი აუცილებლად ეყოლება.

ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი ევედრება ხელის მომართვას უფალს.

წლების წინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთხოვდა.

ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ამ ამბიდან ორი წლის თავზე, 2020 წელს საზოგადოებამ შეიტყო, რომ ფოტოზე აღბეჭდილ წყვილს, მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ბავშვი ეყოლათ.

"დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერდა ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

დღესაც, 2021 წლის 6 იანვარს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობა იყო. ცნობილი წყვილი კი კვლავ ესტუმრა ტაძარს, ამჯერად შვილთან ერთად. ფოტოს კვლავ ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე აქვეყნებს - "ითხოვე და მოგეცემა !!!" - წერს შალამბერიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: ას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრი გადაიღო

"ჩემო თბილისო" - შოთა არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ - ტურისტული სეზონი დაიწყო (ფოტოები)