ავტორი:

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

ამასთან, რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

"ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ ", აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?

კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და როგორია მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება