ავტორი:

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. დღეს მეექვსე ვაქცინა დაემატა ავტორიზებული კოვიდ ვაქცინათა სიას. აქამდე ავტორიზებული იყო: „ფაიზერი“, "ასტრაზენეკას“ ორი ვაქცინა, „ჯონსონ & ჯონსონი“, ამერიკული „მოდერნა“, დღეს ჩინური ვაქცინა დაემატა. ასევე, რიგში დგას მეორე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად უფრო მეტად გაუმჯობესდება ვაქცინების ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, გლობალურ ბაზარზე დიდი დეფიციტია ვაქცინების. დღეს აცრილია მხოლოდ, მსოფლიო მოსახლეობის 7%-დან 8%-მდე ორჯერადად, რაც ძალიან ცოტაა. განსაკუთრებული პრობლემებია, განვითარებად სამყაროში. იმიტომ რომ, მდიდარ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამიზნე მოსახლეობის 25%-დან -30%-მდე აიცრა და ბევრგან ეს ორჯერადი აცრებიც გახლავთ.

ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ვაქცინების. „სინოფარმის“ აღიარება, ასევე განათავსებს „სინოფარმს“ კოვაქს პლატფორმაზე. რისი საშუალებითაც ხდება მომარაგება განვითარებადი ქვეყნების, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები განვითარებად სამყაროში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე