ავტორი:

რატომ უნდა გადაიხადო კომუნალური გადასახადები სფეისით?

რატომ უნდა გადაიხადო კომუნალური გადასახადები სფეისით?

გადაიხადე კომუნალური გადასახადები სფეისით

თვის ბოლოს მოახლოებასთან ერთად, კომუნალურების გადახდის თარიღიც ახლოვდება. ხშირად ამ საქმეს უყურადღებოდ ვტოვებთ, რასაც არასასიამოვნო მოვლენები სდევს თან, ითიშება დენი, აღარ არის გაზი და ამ ყველაფერს ჯარიმაც ემატება ხოლმე.

გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, როგორ ვისურვებდით კომუნალური გადასახადების გადახდას, მაგალითად ძალიან სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია საკომისოს გარეშე, არა?

როგორია კომუნალურების გადახდა სფეისში?

რუტინული და ხანგრძლივი პროცესები ერთ სივრცეში ლაგდება და ავტომატურად მიმდინარეობსისე, რომ შენ საერთოდ არ გჭირდება ყოველი თვის ბოლოს ყურადღებით ყოფნა, რაიმე რომ არ გამოგეპაროს.

ზუსტად ასე გამოიყურება სფეისში გადახდის პროცესი.

როგორ უნდა შექმნა შაბლონი?

შედიხარ სფეის აპლიკაციაში, აჭერ მინუს ნიშნას და ირჩევ გადახდას. სასურველი სერვისის მონიშვნის შემდგომ , შეგიძლია ეს გადახდა დააშაბლონო. შაბლონის შესაქმნელად უბრალოდ მონიშნე ვარსკვლავის ღილაკი და არჩეული კომუნალური გადასახადი შეინახება შაბლონად.

თუ უფრო მარტივად გსურს, ყოველთვიური რუტინული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი საქმის დალაგება, სფეისშიამისთისაც გვაქვს შექმნილი შესაბამისი ფუნქცია. ჩაყარე შენს მიერ დაშაბლონებულიკომუნალური გადახდები წარმოსახვით ციფრულ კალათაში და თითის ერთი დაჭერით გადაიხადე ყველაფერი ერთდროულად.

რომელი კომუნალურების გადახდა შეგიძლია სფეისში?

როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი არჩევანი სფეისის მთავარი პრინციპია და გადახდების შემთხვევაშიც, ვეცადეთ ,ამ პრინციპისთვის არ გვეღალატა. უფრო კონკრეტულად კი, სფეის 150-ზე მეტი სერვისი აქვს, რომლითაც შეგიძლია ისარგებლო ერთი აპლიკაციაში, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

როგორ გამოიყურება სფეის გადახდების კატეგორია?

იმის და მიუხედავად რომ სწრაფი, კომფორტული და მომენტალური სერვისი ასოცირდება ზედმეტ ხარჯთან, სფეისში ეს ასე სულაც არ არის. კომუნალურების გადახდისას, თუ შენ აირჩევ სფეის ბარათს, არც ერთი თეთრით ზედმეტის გადახდა არ მოგიწევს, რადგან სფეისში არ გვიყვარს დაფარული საკომისიოები და ჩვენი სერვისები სწორედ ასეთი საკომისიოებისგან სრულიად თავისუფალია.

გაითვალისწინე, რომ სფეის აპლიკაციაში შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა. თუ ერთ ბარათზე არ გექნება კომუნალურების გადახდისთვის საკმარისი თანხა , ძალიან მარტივად შეგიძლია სხვდასხვა ბარათით გადაიხადო სხვდასხვა კომუნალური.

NS

რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ - "ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი - როდის დავლევ?"

"განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის" - ამირან გამყრელიძე

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე