ავტორი:

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონდახიშვილი აცხადებს, უწყებას აღნიშნულის გაკეთება დღესვე შეუძლია.

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, თუ საიდან განისაზღვრა გირაოს ოდენობა 40 000 ლარი, როცა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეიცვალა, კონდახიშვილი აცხადებს, რომ „არ იცის“.

„ვერ გეტყვით, როგორც თქვენთვის, ჩვენთვისაც განცხადებით გახდა ცნობილი, ჩვენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში - ევროკავშირს, ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის, არ ვყოფილვართ ჩართულები, შესაბამისად, დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე