ავტორი:

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ფარულ კონვერტი" საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო მომხდარი სკანდალის დეტალებს იხსნებს.

"საქართველოში ერთ წელზე მეტია არ ვყოფილვარ, რადგან დაკეტილი იყო. რაც შეეხება პოზნერის დაბადების დღეს, მე სამშობლოში მის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვედი, ის ჩემთვის ახლობელი ადამიანია, ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ და ის ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავს ხოლმე იუბილეს. როცა გაიგეს, რომ სასტუმრო "ვინოტელში" ვიმყოფებოდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენც მანდ მოვალთო.

როდესაც მაგიდას მივუსხედით მაშინ ატყდა ხმაური, ვიღაცამ ფანჯარაზე ბრახუნი დაიწყო, ეს ფანჯარა ჩემს ზურგს უკან იყო, სრულიად მოულოდნელად სახეზე კამერის სინათლემ შემომანათა და გვანახებდნენ ჟესტებს, რომლის გამეორებაც არ შემიძლია. მეგონა, ცუდი ფილმის სცენარში ვიყავი. მაგიდასთან მხოლოდ რუსეთის მოქალაქე მარტო მე ვიყავი, დანარჩენი სტუმრები კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. როდესაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მე ჩემს ოთახში ავედი, გავჩერდი ერთ ადგილას და არ ვიცოდი, რა მექნა, უცებ სინათლე ჩაქრა და ატყდა ალიაქოთი. ხელით ვეძებდი სიბნელეში - სად იყო კარი, გავშეშდი... რამდენიმე წამში გამოვედი და დავინახე დერეფანში სანთლებს ანთებდნენ. ამან დედაჩემის გარდაცვალება გამახსენა. ეს 27 წლის წინ მოხდა. იმ დროს არ იყო შუქი, გაზი და ვიგრძენი ზუსტად იგივე სიცივე, რაც მაშინ... იმ წლებში მე რომ ჩამოვედი, რუსთველი იყო გადამწვარი, ტრანსპორტი არ იყო და ხალხი ფეხით დადიოდა. დედაჩემის დასაფლავების დღეს, 2 აპრილს თოვლი მოდიოდა, ამ ღამემ ეს ცივი და ცარიელი დღეები გამახსენა... გამოვედი აივანზე, რომ მენახა რაში იყო საქმე და დავიწყე გადაღება, რომ გამეგზავნა ჩემს მეგობრებთან ვიდეო, რადგან მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ რა ხდებოდა. ჩემი ნახევარი ტვინი მეუბნებოდა შემშინებოდა, ნახევარი - მოდი, ვნახოთ რა ხდებაო. არადა, სულ სხვა მიზეზით ჩამოვედი, რადგან ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა და მინდოდა, ჩემი ძმის და დედის სასაფლაო და მეგობრები მომენახულებინა, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს".

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ