ავტორი:

"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური

"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური

სალომე სამადაშვილმა ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობა" გამოდიოდა. მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილი თანაპარტიელის სალომე სამადაშვილის "ფეისბუქზე" დაწერილ კომენტარს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა".

ნუგზარ წიკლაური სამადაშვილის ამ მოსაზრებას ეპატაჟურ გამოხტომას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით ყოფილ თანაპარტიელს ყურადღების შენარჩუნება სურს.

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომეს წასვლამ გამოიწვია "ინტელექტისგან დაცლა" იმიტომ, რომ ორი კვირის წინ ასეთი შეფასებები მისგან არ მსმენია. სიმართლე არის ის, რომ ამ ადამიანს "ნაციონალური მოძრაობა" ენდო და ის იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე.

მოხდა გაუგონარი ამბავი, რომ ამ წარმომადგენელმა იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა იყო მთელი პარტიის პოზიცია ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობა". მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება.

მე არც მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა შენი სახელით იყოს მოლაპარაკებებზე და მერე გადადიოდეს სხვა პოზიციაზე და მერე კიდევ აქეთკენ უნდოდეს ქვების სროლა. საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე წასულმა ადრეც გადაწყვიტა, იმის მაგივრად, რომ გაჩუმებულიყო, ქვები ესროლა პარტიისთვის, რომლის მეოხებითაც ორჯერ გახდა პარლამენტის წევრი.მათი სახელები დღეს არავის ახსოვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომეს სახელიც ზუსტად ასე მიეცემა დავიწყებას.

ეს ეპატაჟური გამოხტომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს რაღაც ყურადღება, რომელიც უცილობლად დააკლდება დროთა განმავლობაში", - აცხადებს წიკლაური.

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი