ავტორი:

2 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა

2 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

ავარია სოფელ დოესთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს