ავტორი:

"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

გარდა „ლელოს“ წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქნება გარანტია, რომ მოქალაქეების ხმა საქართველოს უმაღლეს ორგანოში იყოს წარმოდგენილი.

„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელიც იქნება „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში იმისთვის, რომ მივიყვანოთ ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტი, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის და მივიღოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის გაწერილი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.

ჯამში ფრაქცია შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე