ორთოპედიული ბალიშის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

ორთოპედიული ბალიშის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

მჯდომარე მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის გატარება კომპიუტერთან, არასწორ პოზიციაში ჯდომა, მგზავრობა, შემცირებული ფიზიკური აქტივობა და სხვ. ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ხშირად ცხოვრებას გვირთულებს და დისკომფორტს გვიქმნის.

არასწორი რეჟიმიდან გამომდინარე, ზრდასრული ადამიანების 90%-ს ერთხელ მაინც განუცდია წელის ტკივილი და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები.

წელის ტკივილი უმეტესად გამოწვეულია ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კერძოდ, კი ხერხემლის წელის განყოფილების დაზიანებით (ტრავმები, დაცემა, მოტეხილობა და სხვ.) ან მისი ზედმეტი დატვირთვით.

წელის ტკივილი აისახება ადამიანების ყოველდღიურობაზე, ცხოვრების ხარისხზე, ხასიათზე. შესაბამისად, აუცილებელია ამ პრობლემის სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება, რაც სხეულის სწორ პოზიციაში დაფიქსირებას გულისხმობს. აღნიშნული არა მხოლოდ დროებით დისკომფორტს მოგიხსნით, არამედ თავიდან აგარიდებთ ხერხემლის გამრუდებას, სხვადასხვა დაავადებებს და ტკივილის შეგრძნებას ზურგისა თუ წელის არეში.

წელის ანატომიურად სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად და ხერხემლის პრობლემების მოსაგვარებლად დღეს საკმაოდ პოპულარულია წელის ორთოპედიული ბალიში. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და აბალანსებს ჟანგბადის მიწოდებას წელის მიდამოში.

წელის ორთოპედიული ბალიში, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება, თუმცა, მისი დანიშნულება ყოველთვის ერთია - მოხსნას უსიამოვნო შეგრძნებები, აგარიდოთ კუნთების დაჭიმულობა და გაგიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის წელის ორთოპედიული ბალიში დამზადებული უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ელასტიური მასალისაგან, ჰქონდეს ანტიბაქტერიული თვისებები, ინარჩუნებდეს ფორმას დიდი ხნის განმავლობაში და რაც მთავარია - იყოს წარმოებული ხარისხის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროდუქტების დისტრიბუტორი იყოს სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სანდო კომპანია, როგორიცაა, თბილისი მედიკი.

თბილისი მედიკი თავის მომხმარებლებს არმორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. შოურუმში წარმოდგენილია წელის, ხერხემლის, რეფლუქსის, სამგზავრო, ჩვილის და საბავშვო ორთოპედიული ბალიშები.

მათი შეძენა შეგიძლიათ არამარტო ფილიალში - ლუბლიანას #28ა, არამედ ონლაინ, ვებ-გვერდზე - shop.tbilisimedic.ge და ჩვენ მოგაწვდით სასურველ პროდუქციას უმოკლეს ვადაში, საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

R

რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა

ვოლტი - 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!