ავტორი:

"გთხოვთ, დაგვეხმარეთ ნინის გადარჩენაში" - 16 წლის გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც 17 700 დოლარია საჭირო

"გთხოვთ, დაგვეხმარეთ ნინის გადარჩენაში" - 16 წლის გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც 17 700 დოლარია საჭირო

ნინი დიაკონიძის შესახებ, kvirispalitra.ge-ზე სტატია გასულ წელს გამოქვეყნდა. იმჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა უმძიმესი ხარისხის სქოლიოზი მას სუნთქვასა დ გადაადგილებაში უშლიდა ხელს. პირველი ოპერაციის შემდეგ ნინის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ აუცილებელი იყო მალევე მეორე ოპერაციის ჩატარება, მაგრამ უსახსრობის გამო, ბავშვი მეორე ოპერაციაზე თურქეთში ვერ ჩაიყვანეს. ნინის მდგომარეობა ახლა დღითიდღე რთულდება, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, გოგონას უკვე აქვს სეფსისის საწყისი ნიშნები.

16 წლის ნინი დიაკონიძე, მამასთან და ბაბუასთან ერთად, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა ალისუბანში ცხოვრობს, გოგონას დედა პატარაობისას გარდაეცვალა.

ambebi.ge ნინის მამიდას, ნანა ონიაშვილის ესაუბრა.

- ნინის მდგომარეობა მძიმეა, უმძიმესი ხარისხის სქოლიოზი ჰქონდა და ნინის სიცოცხლეს ექმნებოდა საფრთხე, ამიტომ გადაუდებელი ოპერაცია იყო საჭირო. გასული წლის აგვისტოში, თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ნინის ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის დროს ბავშვს ორჯერ გაუჩერდა გული, მაგრამ თურქმა ექიმებმა გოგონას გადარჩენა მოახერხეს, დროებითი იმპლანტები, სამ თვეში უნდა ჩაენაცვლებინათ ე.წ. პულტიანი იმპლანტით, რომელიც ხერხემალს დაჭიმავდა და გაასწორებდა. სამწუხაროდ, დანიშნულ დროს ვერ შევძელით ჩასვლა, ისევ არასაკმარისი თანხის გამო. მაგრამ ახლა, მდგომარეობა დამძიმდა. ნაოპერაციევი ადგილიდან სითხე სდის და არის სეფსისის საწყისი ფორმა. თურქი ექიმები ამბობენ, რომ რადგან მდგომარეობა ამდენადაა გართულებული, ჯობია ხელოვნური იმპლანტები თბილისში ამოიღონ, მაგრამ თბილისში ამ ოპერაციის გაკეთებაზე უარს გვეუბნებიან და ამბობენ, სადაც პირველი ოპერაცია ჩატარდა, მათ უნდა ჩაატარონ მეორე ოპერაციაც. ოპერაციისთვის კი საკმარისი თანხა არ გვაქვს.

- რა თანხა სჭირდება ნინის ოპერაციას?

- 17 700 დოლარი. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ განცხადება, რომ დაგვიფინანსონ ოპერაცია, მაგრამ სრულ თანხას ვერ გვაძლევენ, ამიტომ ასე გვიწევს ნაწილ-ნაწილ თანხის შეგროვება. სესხიც ავიღე, რაღაცეებიც გავყიდეთ, ოჯახიდან და ვაკოწიწებთ თანხას, მაგრამ საკმარისი არაა. არადა, დრო არ ითმენს, ნინი სასწრაფოდ უნდა ჩავიყვანოთ თურქეთში. იმ ადამიანებს ვინც გვეხმარებიან დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, დაგვეხმარეთ ნინის გადარჩენაში.

საქართველოს ბანკი - #GE69BG0000000681827700

თიბისი ბანკი - #GE86TB7908845061100067

მიმღები - მარიამ მჭედლიძე (ნინის ნათესავი, მამიდაშვილი)

1ლარი - 0901701381

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

კორონავირუსის 838 შემთხვევა და 26 გარდაცვლილი - როგორია გასული ორი დღის სტატისტიკური მონაცემები

თავდასხმა მედიაზე, დიდი არეულობა ქვეყნის მთავარ გამზირზე - რა ხდება ამჟამად რუსთაველზე? (live)