ავტორი:

5 ყველაზე სექსუალური ქართველი ტელეწამყვანი მამაკაცი

5 ყველაზე სექსუალური ქართველი ტელეწამყვანი მამაკაცი

ყველაზე სიმპათიური, ყველაზე სექსუალური, ყველაზე ქარიზმატული და სხვა, მსგავსი სახელწოდების რეიტინგები ცნობილ ადამიანებზე ყოველთვის იყო და აქტუალობას არც ახლა კარგავს. 90-იან წლებში თინეიჯერები ყიდულობდნენ ჟურნალებს, რათა იქიდან თავიანთი საყვარელი ჰოლივუდის ვარსკვლავების პოსტერები ამოეღოთ და ოთახის კედლებზე გაეკრათ. ალბათ, უმეტესობას ახლაც ჰყავს კერპი ან საყვარელი ცნობადი სახე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს და გულშემატკივრობს. საქართველოს ტელეეკრანებზე ბოლო წლებში არაერთი ახალი სახე გამოჩნდა. ამ სტატიაში ყველაზე სექსუალური ქართველი ტელეწამყვანი მამაკაცების რეიტინგს წარმოგიდგენთ.

ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს. ზოგს მაღალი ბიჭები მოსწონს, ზოგს - ცისფერთვალება, ზოგსაც - წვერებიანი. მოდით, ვნახოთ, რომელმა ქართველმა ტელეწამყვანებმა მოინადირეს ქართველი გოგონების გულები და დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა.

მაშ, ასე!

ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი

მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ტელეწამყვანი

ნოდარ ჯავახიშვილი ტელემაყურებელმა ახალი გადაცემით - „რედიზაინით“ გაიცნო. ნოდო პროფესიით მარკეტერია. ასევე, ლექტორი - საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-სკოლაში და აი-ეს-ემში (მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა). ქარიზმატული გარეგნობის მქონე მხიარულმა წამყვანმა პირველი გადაცემის გასვლისთანავე დაიმსახურა მაყურებელთა სიმპათია. გადაცემა, სადაც მონაწილეებს ოთახს უფასოდ ურემონტებენ, 25 აპრილს დაიწყო და ყოველ კვირა დღეს, TV პირველზე, 15:30 საათზე გადის.

ირაკლი მაქაცარია

კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი

ირაკლი მაქაცარიას განსაკუთრებული პოპულარობა „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ მოუტანა. ცოტა ხნის წინ ირაკლიმ ბევრ ქართველ გოგონას დასწყვიტა გული და ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ულამაზესი ლიზა ჩიჩუა გახლავთ. ამჟამად ირაკლი „პრაიმშოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.

გიორგი ქორქია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი

გიორგის დიდი ხანია იცნობს მაყურებელი ტელეეთერიდან. განსაკუთრებით პოპულარული გადაცემის - „უკანასკნელი გმირი“ გასვლის შემდეგ გახდა. გიორგი ამჟამად "რუსთავი 2"-ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი წამყვანია და მაყურებელს ხშირად ანებივრებს საინტერესო სიუჟეტებით.

გიორგი გასვიანი

მსახიობი, ტელეწამყვანი

გიორგი გასვიანს პოპულარობა გადაცემა „სიცრუის დეტექტორმა“ მოუტანა. ის ასევე მუსიკალურ წამყვანად, რადიოშიც მუშაობდა. გიორგი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და სასურველი სასიძოების სიიდან ამოეწერა, თუმცა სიმპათიური წამყვანის სტატუსს კვლავინდებურად ინარჩუნებს.

გიორგი ვარდოსანიძე

მსახიობი, ტელეწამყვანი

გიორგი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა. ამ პროექტმა მას წარმატება მოუტანა. გიორგი გადაცემის - „გააცინე და მოიგე“ წამყვანიც იყო. ის მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე იყო დაქორწინებული.

თქვენ რომელი ტელეწამყვანი მოგწონთ ყველაზე მეტად? - დაგვიწერეთ კომენტარებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება - "უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება"

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

რა უნდა გაითვალისწინოთ ვინირების გაკეთების დროს, რომ ნამდვილი ჰოლივუდის ღიმილი მიიღოთ