"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021“ ფინალს უახლოვდება. ჟიურიმ უკვე შეარჩია 16 ფინალისტი, რომელთა ექსკლუზიური წარდგენა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა უქმეებზე“ პირდაპირ ეთერში შედგა.

ფინალისტების სია ასეთია:

  1. დიანა ჭანკოტაძე - ინოვაციური პროექტი
  2. ნიკა მომცელიძე - მოხეტიალე ფანტომები
  3. თუთა ჯგუშია - ლექსები
  4. ლელა ცუცქირიძე - „ფისო ფიო-ფიო და სხვები“ - 0-3 წელი; ათს რომ ათი მივუმატოთ - 7-10 წელი
  5. დავით ალთუნაშვილი - უფარფლებო თევზი, სახელად რიტო
  6. ნინო ქორთუა - ულვაშა მარსელი
  7. ვასო გულეური - ამბები კატა კოტოსი ; ანბანმატარებელი (ინოვაციური)
  8. ირმა მალაციძე - „სასარგებლო ზღაპრები“ - ზღაპრების კრებული (4-6 წელი)
  9. მარიამ წიკლაური - ლექსები 4-6 წელი
  10. მაკა ლდოკონენი - ნიტას გაზაფხულის წიგნი ( 4-6 წელი)
  11. ნინო მანძულაშვილი - სახლი ტყის პირას
  12. ნინო ქადაგიძე - ზღაპრები, 7-10 წელი.
  13. გიორგი ჭაუჭიძე - უკბილო მაწუნა
  14. მარიამ ქოროღლიშვილი - "ქუნქუნას საოცარი მოგზაურობა" 4-6 წელი
  15. სოფიო კუბლაშვილი - „მარცვალას ოინები“
  16. თამრი ფხაკაძე - ბებე - მაწანწალების უფლისწული

კონკურსის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისება.

„ფინალისტთა შორის, მოხვდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი საბავშვო მწერლებიც, ასევე, გამოვლინდა ბევრი ახალი სახელი. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის შედეგად, ქართულ საბავშვო ლიტერატურულ სივრცეს ახალი ხმა შეემატება“, - აღნიშნავს მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წარმომადგენელი.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ფარგლებში, კონკურსანტებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) გამოგზავნეს პროზა, პოეზია და ინოვაციური პროექტები.

4 წევრისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური ერთი თვის განმავლობაში აფასებდა კონკურსანტთა ნამუშევრებს. საბოლოოდ, მათ შეარჩიეს 16 ავტორის 18 ნაწარმოები.

ფინალისტებს 15 ივნისამდე შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავიანთი ნაწარმოებებისა და იდეების დახვეწაზე.

15 ივლისს კი ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 6 გამარჯვებულს, რომელთა ნამუშევრებიც გამოიცემა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენამდე კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.

"ჩამოდოდაო, შეეშინდაო ხანძარი რომ დაინახა.. ჟალუზებს მოყვებოდაო და ჩამოვარდა" - რას ყვებიან პეკინზე საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შესახებ მოქალაქეები

როგორ გაიმართება წელს "ბოლო ზარი" - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა