ავტორი:

ალაზნის არხში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ალაზნის არხში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარედ, ალაზნის არხში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ალაზნის არხში გადავარდა.

შემთხვევის დროს მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო 65 წლამდე ქალმა და დაიხრჩო, მძღოლი და მოზარდი წყლიდან უვნებლები ამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

რუსთავი-ლილოს გზაზე მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეჯახა - არის მსხვერპლი

კახეთში ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისში, კაიროს ქუჩაზე ხანძარია - ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს