ავტორი:

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც ბრალდებულია ათენში მომხდარ ძარცვაში, რა დროსაც 20 წლის გოგო მოკლეს - "ახალნამშობიარები დედა გაგუდული იპოვეს"

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც ბრალდებულია ათენში მომხდარ ძარცვაში, რა დროსაც 20 წლის გოგო მოკლეს - "ახალნამშობიარები დედა გაგუდული იპოვეს"

საბერძნეთში 36 წლის ქართველი მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ბერძნული გამოცემის ცნობით, ქართველი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ახმაურებენ, 7 მარტს, საბერძნეთში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობდა. მაშინ დამნაშავეებმა მოხუცი წყვილი გაკოჭეს და ცემეს. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებული მონაწილეობდა კიდევ ერთ შემზარავ დანაშაულში, როდესაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და 20 წლის გოგო მეუღლისა და ჩვილის თანდასწრებით გაგუდეს. წყარო

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ შანავა სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებს აღწერს.

"ათენის განაპირა უბანში (გლიკა ნერა) დააყაჩაღეს ახალგაზრდა წყვილი. 20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული, ჩვილის და მეუღლის თვალწინ. მამა სამხედრო პილოტია და ამბობს, რომ იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს! მთელი საზოგადოება შოკში იყო, პოლიცია დაგეშილი ეძებდა ვიდეოკადრში დაფიქსირებულ ყაჩაღებს. თურქეთის საზღვარზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 5 ქურდიდან ერთ-ერთია", - წერს ქართველი ემიგრანტი.

პროკურატურა ხსნის როგორ გაყალბდა და დამონტაჟდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - სამარალადამცავი უწყება ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასტიკი დანაშაული გახსნილია - საბერძნეთში, 20 წლის გოგონას მკვლელობა, რომელშიც ქართველსაც ადანაშაულებდნენ, მისმა მეუღლემ აღიარა