ავტორი:

სასტიკი დანაშაული გახსნილია - საბერძნეთში, 20 წლის გოგონას მკვლელობა, რომელშიც ქართველსაც ადანაშაულებდნენ, მისმა მეუღლემ აღიარა

სასტიკი დანაშაული გახსნილია - საბერძნეთში, 20 წლის გოგონას მკვლელობა, რომელშიც ქართველსაც ადანაშაულებდნენ, მისმა მეუღლემ აღიარა

საბერძნეთში 20 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობისთვის, რომელსაც 36 წლის ქართველს აბრალებდნენ, მისი მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოკლულის მეუღლემ დანაშაული აღიარა და ის უკვე დაკავებულია. ბერძენი სამართალდამცველების თქმით, ბრალდებულმა ძარცვის ინსცენირება დადგა, რათა საკუთარი დანაშაულის კვალი დაეფარა.

ცნობისთვის, სასტიკი დანაშაული საბერძნეთში მაისში მოხდა. მაშინ ითქვა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და 20 წლის გოგო მეუღლისა და ჩვილის თანდასწრებით გაგუდეს.

მალევე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის ქართველი მამაკაცი იყო, რომელიც ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა. ბერძნული გამოცემის ცნობით, ქართველი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ახმაურებენ, 7 მარტს, საბერძნეთში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობდა.

მალევე ინფორმაცია უარყო საბერძნეთში საქართველოს საელჩომ.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს არცერთი მოქალაქე დაკავებული არ არის", - ნათქვამი იყო გავრცელებულ განცხადებაში.

"სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე" - რას წერს გიგი უფულავა "ფეისბუქზე"?

"შევქმენით "ჩუმი განგაშის ღილაკი"... აპლიკაცია 5000-ზე მეტ აბონენტს აქვს გადმოწერილი" - შს მინისტრის მოადგილე ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ღონისძიებებზე

"მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს" - ადვოკატი