ავტორი:

ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ძლიერი ხანძარი პეკინზე - ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, იმ კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან.

ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან.

მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას