ავტორი:

დაუჯერებელი ფაქტები, რასაც შენი ცხოვრების მანძილზე აკეთებ

დაუჯერებელი ფაქტები, რასაც შენი ცხოვრების მანძილზე აკეთებ

პრაქტიკული რჩევებიდან გასაოცარ ფაქტებამდე - ეს ყველამ უნდა იცოდეს. მათ შორის შენც!

რამდენადაც, ნებისმიერ მომენტში გვაქვს შეუზღუდავი წვდომა ინფორმაციაზე, ძალიან რთულია, არ ჩამორჩე. ზოგჯერ, გამუდმებული ხმაურისა და სიახლეების 24 საათიანი ციკლის თავიდან აცილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ გვეცოდინება, მაგრამ ზოგიერთი რაღაცის შესახებ ჯობს უფრო მეტი ვიცოდეთ.

  • აი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველამ ნამდვილად არ იცის და რომელთა ცოდნაც, შესაძლოა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.

1. დილაობით ყველაზე მაღალი ხარ

თუ თავს უხერხულად გრძნობთ თქვენი სიმაღლის გამო, გაიზომეთ დილას, როგორც კი გაიღვიძებთ. იამაიკის სამედიცინო ცენტრის კვლევის თანახმად, ეს მოვლენა დაკავშირებულია ხერხემლის მალების გრავიტაციულ შეკუმშვასთან. დღის განმავლობაში, როდესაც დიდხანს გვიწევს ჯდომა, ხერხემალი და მუხლები იჭიმება, ხოლო როდესაც დასვენებულ პოზიციაში ვართ, ხერხემალი იშლება. ამიტომ, გაღვიძებისას იმაზე უფრო მაღალი ვართ, ვიდრე დღის დანარჩენ ნაწილში.

2. ცივ ოთახში ძილის დროს, წონაში იკლებ

ცივ ოთახში ძილი გახდომაში დაგეხმარებათ. ერთი თვე დაბალ ტემპერატურაში ძილის დროს, თქვენ 10%-ით მეტ ცხიმს დაწვავთ.

3. საშუალოდ ქალი ცხოვრების განმავლობაში 1 კგ პომადას ჭამს

საკვებთან და ყავის დალევასთან ერთად, ქალი ტუჩზე წასმულ პომადასაც მიირთმევს. კვლევის თანახმად, საშუალოდ, ცხოვრების განმავლობაში, დაახლოებით 1 კილოგრამ პომადას ჭამს, რაც დაახლოებით 533 ტუბი ტუჩსაცხია.

4. ზარმაცი ადამიანები ცხოვრების 75%-ს ძილში ატარებენ

ადამიანები, ცხოვრების მესამედს, დაახლოებით 33 წელს ძილში ვხარჯავთ. ზარმაცი ადამიანები კი თავიანთი ცხოვრების 75%-ს.

5. ცხოვრების მანძილზე, პროდუქტის ძვირიან მარკეტში ყიდვისას მინიმუმ 10 000 ლარით მეტს ხარჯავ.

ერთიდაიგივე პროდუქტს სხვადასხვა მარკეტში განსხვავებული ფას ნამატი აქვს. როცა არ სარგებლობთ ფასდაკლებებით, აქციებით და ყოველდღიურად პროდუქტს ძვირიან მარკეტებში ყიდულობთ, თქვენ 70 წლის მანძილზე ზედმეტი 10 000-დან 15 000-მდე ლარი გეხარჯებათ. მაღაზიათა ქსელ „2 ნაბიჯში“ პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასადაა წარმოდგენილი. თუ ისეთ მაღაზიაში იყიდით პროდუქტს, როგორიც „2 ნაბიჯია“, ხშირად ისარგებლებთ აქციებით და გააკეთებთ პროდუქტების მარაგს, დაზოგილი თანხით მოგზაურობასაც კი შეძლებთ.

6. ჩვენი ცხოვრების დაახლოებით 6 თვეს, შუქნიშნების ლოდინში ვატარებთ

წარმოიდგინეთ, რამდენ დროს გავატარებთ საცობებში დგომისას?

7. ზრდასრულები დღეში საშუალოდ 15-ჯერ ვიცინით

ბავშვები კი დღეში 400-ჯერ.

8. ჩვენი IQ 1950-იანი წლების მერე, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.

იცოდით, რომ თქვენზე ჭკვიან ადამიანთან ურთიერთობის დროს, თქვენი ტვინიც ვითარდება? ადამიანის ტვინი დღეში იმაზე მეტ ელექტრულ იმპულსებს აგენერირებს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული.

9. თუ საღეჭ რეზინს დაღეჭავთ, 10 წუთის მანძილზე თითქმის იმდენივე ბაქტერიას გაანადგურებთ, რაც კბილის ძაფის პროცედურის დროს ნადგურდება.

10. მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენ 250 000-ჯერ ამთქნარებთ.

იცოდით, რომ თქვენ ერთდროულად ყლაპვა და სუნთქვა არ შეგიძლიათ? ეს იმიტომ, რომ ორივე ყელის ერთსა და იმავე ადგილს გაივლის.

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

AeroPerfect - ბეკოს ინოვაციური ღუმელი

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ