ავტორი:

"...ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!" - ირაკლი ზარქუა "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე

"...ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!" - ირაკლი ზარქუა "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე

"ევროპულ საქართველოს" პარლამენტში სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდა - ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათი არჩევანია ბოლომდე დაადგებიან თუ არა მარგინალიზაციის გზას.

„როგორც გავიგე, „ევროპულ საქართველოს" ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ არ შემოდიან. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში - ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ ისე მოიქცენენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს დისკუსიას არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილები. ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა",- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ერთი სადმე შემხვდეს უგულავა, ვინ სად შეიპარა მაგას ვანახებ... მაგის ციხიდან გამოშვება იქნებოდა?!" - ალეკო ელისაშვილი