ავტორი:

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?! - ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ იხილა საზოგადოებამ ძალადობა პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან.

მისივე თქმით, თინა ბოკუჩავას ნაწილში სწუხს.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.

თინასთან ვწუხვარ ,”-აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც ტრიბუნასთან მდგომ შს მინისტრისკენ მიემართებოდა, ხელში აიყვანა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარ ძალადობის ფაქტზე პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"