ავტორი:

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს გააცნო.

როგორც ამბობს, მასთან CV გახარიას მამამ მიიტანა, რის შემდეგაც ის "ქართული ოცნების" ლიდერს შეახვედრა.

"ეს საკითხი რომ ამოვწუროთ: გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე:

1. მამამისმა მომიტანა CV

2. გავესაუბრე.

3. გავაცანი ივანიშვილს.

4. დავნიშნეთ ომბუდსმენად.

5. მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია.

CV არსად მიმქონდა. პირიქით, ჩემთან მოჰქონდათ" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გახარიამ გუშინ გადაცემა "რეაქციაში" გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფერში მამამისის ხელი ერია, რომელსაც სურდა, რომ მისი შვილი საქართველოში დაბრუნებულიყო.

"ეს ისტორია იყო ასე - მაშინ ჩემი მეუღლე და ბავშვი საქართველოში იყვნენ, მე ევროპაში ვმუშაობდი. იმ მიზეზით, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი, ადამიანს, რომელიც ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა, ჩემი CV მიუტანა. რომ დამირეკეს თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. მე ივანიშილს არ ვიცნობდი. ეს იყო პირველი შეხვედრა მასთან და ასე დავინიშნე ბიზნესომბუდსმენად" - აღნიშნა გახარიამ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? - თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას

"სისტემამ მოწინააღმდეგედ მიიჩნია გარდაცვლილი ოპერატორი და მასთან ბრძოლა დაიწყო" - რას ემსახურება ლექსო ლაშქარავას მიზანმიმართული დისკრედიტაცია?