ავტორი:

"გლობალ ქონექშენი’’ -  პირველი ბიზნეს პლატფორმა საქართველოში

"გლობალ ქონექშენი’’ -  პირველი ბიზნეს პლატფორმა საქართველოში

პირველად საქართველოში, პანდემიის პერიოდში დაარსდა ბიზნეს პლატფორმა, სადაც უცხოელ ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ დაუკავშირდნენ კომპანიის მფლობელებს და შუამავლების გარეშე დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა.

კომპანიას ჰყავს წარმომადგელობა ამერიკის შეერთებული შტატებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში, საიდანაც ხდება ინვესტორების მოზიდვა და პროექტების წარდგენა.

კომპანია "გლობალ ქონექშენი“ ორი ძირითადი მიზნით ერთიანდება - მოიძიოს საინტერესო პროექტები საქართველოში და შექმნას მრავალფეროვანი ბიზნეს ბაზა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა მიმდინარე პროექტი, რომლებიც გაეცნობა უცხოელ ინვესტორებს და მოხდება ბიზნესმენების დაინტერესება.

ასევე კომპანია დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პოტენციურ ინვესტორებს, დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში, თავად აირჩიონ კომპანიაში არსებული ბაზიდან სწორი პარტნიორები და პროექტები, დაიწყონ ინვესტიციები და დამატებით გაეცნონ იმ ქვეყნის ბიზნეს კულტურასა და აქტივობებს, რომელშიც სურთ საქმიანობის წამოწყება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, უცხოელი ინვესტორებისთვის რთულია ბიზნეს საქმიანობის განხორციელება იქ სადაც კულტურას, ბიზნეს აქტივობებს, პოლიტიკურ კურს, მხოლოდ ზოგადად იცნობენ, სწორედ ამიტომ შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ "გლობალ ქონექშენი’’ არის ამ სამ ქვეყანას შორის „გამაერთიანებელი და დამაკავშირებელი ხიდი“, ასევე ბიზნესმენებს სურვილისამებრ ექნებათ შესაძლებლობა დამატებით მიიღონ ახალი შექმნილი კომპანიების ან პროექტებისათვის საჭირო სერვისები და კონსულტაციები.

ამ ყველაფერს კი საფუძველი ჩაუყარეს ნინო პარკაულმა და ნელი შვანგირაძემ, რომელთათვისაც მთავარ მიზანსა და პრიორიტეტს წარმოადგენს დაეხმარონ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას გლობალური პანდემიის ფონზე. კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება და მათი ვებგვერდის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.globalconnectionint.com

(R)

კრიტერიუმები, რომელიც ინტერიერის დიზაინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება