ავტორი:

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

თეთრი კარკასი თუ შავი? რა განსხვავებაა მათ შორის? მწვანე კარკასი რას ნიშნავს? ეს კითხვები აუცილებლად გაგიჩნდებოდათ, თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ. ზოგადად, ბინის ყიდვა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინტერესები, მოთხოვნები და ეს ყველაფერი ფინანსურ მდგომარეობას მოარგოთ.

სასურველი ბინის შერჩევისა და შეძენის შემდეგ უკვე მეორე მთავარი ეტაპი - რემონტი იწყება. თუმცა რემონტამდე, მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას თეთრი, შავი და მწვანე კარკასის შესახებ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის კარკასს შორის ახალაშენებული და მშენებარე ბინების ვებგვერდის house.ge-ის წარმომადგენელი გვესაუბრება.

შავი კარკასი

ეს ბინის ტიპის ტრადიციული ტიპია. წლების წინ ყველა ბინა შავი კარკასის სახით ბარდებოდა მეპატრონეს და ის თავად არემონტებდა. თუმცა დროთა განმავლობაში სამშენებლო ბიზნესი განვითარდა, დაიხვეწა და დღეს შავ კარკასს თითქმის აღარავინ აბარებს. სამშენებლო ბიზნესი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ორიენტირებული გახდა.

ტრადიციულად, შავი კარკასი მოიცავს: ბინაში შესასვლელ რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, კარამდე მიყვანილ კომუნიკაციებს. დანარჩენი ყველაფერს მეპატრონე თავად აკეთებს.

უპირატესობები: დაბალი ღირებულება.

თეთრი კარკასი:

დღეს ბინების უდიდესი ნაწილი სწორედ თეთრი კარკასის სახით ბარდება მობინადრეებს. ის არის ყველაზე მოთხოვნადი ფორმა, რადგან შავ კარკასთან შედარებით, ბევრად უფრო მეტ დასრულებულ სამუშაოს მოიცავს და მეპატრონისთვის ბინის დასრულება მარტივი ხდება. თეთრი კარკასი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებას გულისხმობს და ბინა უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის არის მზად. თეთრი კარკასი მოიცავს: შესასველი რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, ბლოკით გადატიხრულ ოთახებს, გაჯით შელესილი კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ბინაში შეყვანილ კომუნიკაციებს.

უპირატესობები: დაზოგილი დრო და ენერგია, რადგან მარტივია გასარემონტებლად.

მწვანე კარკასი

უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დგას, ძალიან აქტუალური გახდა მწვანე ტექნოლოგიები სხვადასხვა სფეროში და მათ შორის, მშენებლობაშიც. მწვანე ეკოლოგიურ სისუფთავესთან ასოცირდება და მისი მთავარი ფილოსოფია დამზოგველობაა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, მწვანე კარკასი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. თითოეული სამშენებლო კომპანია თავად განსაზღვრავს მას. თუმცა ზოგადი პრინციპი არის დამზოგველობა. როგორც წესი, მწვანე კარკასი არის თეთრის კიდევ უფრო დახვეწილი ვარიანტი, რომელიც მოიცავს: შესასველი რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, ბლოკით გადატიხრულ ოთახებს, გაჯით შელესილ კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ბინაში შეყვანილ კომუნიკაციებს, ენერგოეფექტურ მასალებს, თბო გაყვანილობას.

უპირატესობები: მეტი კომფორტი და ნაკლები დანახარჯი, ასევე ნაკლები მავნე გავლენა გარემოზე ბინაში ცხოვრების დროს.

თუ თქვენ უკვე გადახედეთ საკუთარ სურვილებს, შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებს და გადაწყვიტეთ ახალაშენებეული თუ მშენებარე ბინა შავი კარკასის ფორმით გინდათ ჩაიბაროთ, თეთრი თუ მწვანე, დროა house.ge-ზე გადახვიდეთ და აარჩიოთ კონკრეტული ბინა, რომელშიც თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიული იქნება.

Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება

„არა მხოლოდ საბავშვო ქეშბექი Extra.ge-ზე - შეიძინე Mastercard-ით და დაიბრუნე Extra ბალანსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება - "უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება"