ავტორი:

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფილმში - House of Gucci გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ლუკა ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს. ამ ამბით ქართველებმა ძალიან გაიხარეს, თუმცა ლუკას გარკვეული პრობლემებიც შეექმნა, რომლის შესახებაც ის "ფეისბუქში" წერს:

"გულწრფელად დამწუხრებული და გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს! ბევრმა ქართულმა ტელეარხმა მომწერა ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ "House of Gucci"-ში (სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და არაფერია ასეთი გასაოცარი) ჩემი მონაწილეობის შესახებ.

ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ყველა მათგანს ექსკლუზივი სურდა და აქტიურად “იბრძოდნენ” ამისთვის, ჟურნალისტებს არ ვარჩევ იმის მიხედვით თუ რომელი არხიდან, ან პოლიტიკური პარტიის იდეის გამავრცელებელი ტელევიზიის წამომადგენელნი არიან, ინტერვიუ მივეცი იმათ, ვინც პირველებმა მომწერეს, დანარჩენი ჟურნალისტებისა კი რატომღაც თავს დამესხნენ ამისთვის, თითქოს ინტერვიუ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ სხვა ტელეარხმა უკვე გამოაქვეყნა ახალი ამბავი ჩემზე, მომწერეს რომ გააუქმეს ინტერვიუ და აღარ სურთ ამ ამბის გაშუქება.

მე ნაკლებად მაინტერესებს და არ მიყვარს ტელევიზიებში გამოჩენა, რადგან საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ ძალზე იმედგაცრუებული დავრჩი ჟურნალისტების ამ საქციელით, მივხვდი, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ გადასცემს ახალ ამბებს ყველაზე სწრაფად და არა ამბის შინაარსი. ვფიქრობდი, რომ ტელეარხები სიამოვნებით ისაუბრებდნენ ქართველის შესახებ, რომელიც ევროპაში თავის ქვეყანას წარმოაჩენს თუმცა, როგორც ჩანს, მათი მთავარი მიზანი მხოლოდ კონკურენციის მოგება და პირველობაა.

ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი ჟესტი ჟურნალისტებისგან, რომელთა ერთადერთი მიზანიც ინფორმაციის მაქსიმალურად გაცემა უნდა იყოს. ვწუხვარ იმაზეც თუ რა ფორმით დაიწყეს ჩემთან კონტაქტი, ვულგარული და ზოგმა აგრესიული ფორმითაც ხაზგასმით აღნიშნეს მათთვის ექსკლუზივის მნიშვნელობა.

ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტები გაიგებენ, რომ ეს არ არის ტელევიზიის მფლობელების ომი, არამედ საპატიო საქმეა, რომლის ამოცანაა მათი ხალხის ინფორმირება, ამ პოლიტიკურ და უწყვეტ კონფლიქტურ მექანიზმებზე ფიქრის გარეშე. ვწუხვარ სიკეთისა და პროფესიონალიზმის არარსებობის გამო, მე უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელიც ცდილობს შრომით მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ, როდესაც ამგვარ სატელევიზიო კომუნიკაციას ვხედავ საქართველოში, ძალიან მწყინს. ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ უპირველესად მე მწყდება გული ასეთ სიტუაციაზე ჩემ ქვეყანაში!" - წერს ლუკა ჩიქოვანი.

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან