ავტორი:

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ულამაზეს ფოტოებს, რომლებიც დედა-შვილობის ემოციასა და სილამაზეს გადმოსცემს.

რამდენიმე კვირის წინ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობს, რომ ფოტოების ატვირთვამდე ბევრს ყოყმანობდა.

"კი, ვყოყმანობდი. გამოქვეყნება მინდოდა. კარგა ხანია, მსგავსი ფოტოსესია დაგეგმილი მქონდა. როგორც იქნა, ამ საქმეს მე და ფოტოგრაფმა საშველი დავაყენეთ და გადავიღეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი. მინდოდა, ამისთვის მეტად მზად ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, საზოგადოებისგან ბევრი ნეგატიური რეაქციაც "წამოვიდოდა". უბრალოდ, მართლა არ მეგონა, თუ ამდენ პოზიტიურ კომენტარს მივიღებდი. ნეგატიურიც იყო, მაგრამ ჩემს გვერდზე - ნაკლებად: უარყოფითი რეაქცია უფრო სხვა, საიტების მიერ გაზიარებულ ფოტოებს მოჰყვა. უმეტესობა დადებითი კომენტარი იყო - ხალხს სწორი ხედვა, სწორი დამოკიდებულება აქვს" - ამბობს ანი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

- შენს ახლობლებს შორის, უარყოფითი რეაქცია ვინმეს ჰქონდა?

- საერთოდ არავის, პირიქით...

- მთელი თვის განმავლობაში ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- რატომღაც, ბოლო დროს თეთრი მაქვს ამოჩემებული.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- ხშირად - არა, მაგრამ მიგრძნია, მაინც ვფიქრობ, რომ - უმიზეზოდ. მგონია, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსგავსი შეგრძნება არ აქვს ხოლმე. ძირითადად, მათ აქვთ, ვინც ცოტათი დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები.

- ასეთ განცდას როგორ უმკლავდები?

- უნდა გაიხსენო, კარგი რა გაქვს გაკეთებული და მორჩა, ცუდი ფიქრები მიდის (იცინის)...

- კიდევ რა არის შენთვის მელანქოლიურ ფიქრებთან გამკლავების კარგი საშუალება?

- ამჟამად ამაში უკვე ბავშვი მეხმარება, რომელმაც საერთოდ, ცხოვრება "ამომიყირავა". მანამდე ჩემი საქმე მეხმარებოდა (მაგალითად, სპექტაკლში თამაში) და ასევე - საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

- შენი შვილის - ჯერის ქმედებებიდან რას გაუოცებიხარ?

- რაღაცები არის ხოლმე, რაც მართლა მაოცებს. ახლა უკვე ის ეტაპი აქვს, რომ რაღაცებს იაზრებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იმით გავოცდი, რომ "ჭიტას" ვეთამაშებდი, ანუ სახეზე პლედს ვიფარებდი, მერე ვიშორებდი და "ჭიტას" ვეუბნებოდი, ჯერიმ კი ზუსტად იგივე გაიმეორა: პლედი სახეზე თავისი ხელებით აიფარა და ჩამოსწია. ამას არ ველოდი - ჯერ მაინც პატარაა (9 თვისაა) და თავად რაღაც გამიზნულად რომ გააკეთა, გააანალიზა და ფიზიკურად გამოხატა, გამიკვირდა.

- მსახიობი უკეთესი ხარ თუ ტელეწამყვანი?

- აუ, რა ტელეწამყვანი მე ვარ (იცინის)?! არა, კაცო, მსახიობი უკეთესი ვარ. ტელეწამყვანად თავს არ მივიჩნევ. უბრალოდ, ეს გამოცდილების მიღება, ამ სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა იყო.

- რატომ აღარ ხარ ტელეწამყვანი?

- აღარ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. იქ რისი მიღებაც მინდოდა, მივიღე, მაგალითად - პირდაპირ ეთერში მუშაობა მაინტერესებდა...

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის მოუხადე?

- ბავშვს, მაგრამ არ მახსოვს, რის გამო. ეს დღეს რომ მოხდა, მახსოვს. ბავშვს ბოდიშს ხშირად ვუხდი, თუნდაც იმიტომ, რომ მალე არ ავიყვანე ხელში ან შემთხვევით რაღაცას მიჰკრა ფეხი, ხელი... მსგავსი რაღაცების გამო, ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, რადგან ყურადღება თავად დავაკელი....წაიკითხეთ სრულად

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

დღეიდან ჩინური "სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება - როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეთ აცრისთვის

მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს