ავტორი:

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ამერიკის ლიდერმა მას განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას მოელის.

"დღეს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ღაზაში მოვლენათა განვითარება, ისრაელის პროგრესი "ჰამასის“და სხვა ტერორისტული ელემენტების შესაძლებლობების შესუსტების მიმართულებით და რეგიონული მთავრობებისა და აშშ-ის მხრიდან მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ის მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება დღეს ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

"გვიხდიან, რომ ვიმსახუროთ და არა იმისთვის, რომ მოვკვდეთ" - პოლიციელებმა საფრანგეთში აქცია გამართეს და მეტი უსაფრთხოება მოითხოვეს

"დაღუპულია 7 თვის ორსული, მისი მეუღლე და მათი ორი წლის შვილი" - პალესტინის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზა გაუფრთხილებლად დაბომბა

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა