ავტორი:

5 ნივთი, რომელიც ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეს

5 ნივთი, რომელიც ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეს

გაუთვალისწინებელი შემთხვევები ყოველთვის ხდება, რა დროსაც საჭირო აღჭურვილობის ქონა ბევრ უსიამოვნებას აგვარიდებდა თავიდან.

ყველა ადამიანს საკუთარი ავტომობილი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით აქვს აღჭურვილი, თუმცა გადავწყვიტეთ, რამდენიმე საწმენდი და გაუთვალისწილებელი შემთხვევებისთვის საჭირო საშუალება შემოგთავაზოთ, რათა ავტომობილი მუდმივად წესრიგში გქონდეთ და ამავდროულად, ნებისმიერი უსიამოვნო დაბრკოლებისთვის მზად იყოთ.

ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ წარმომადგენელი ნუგო ნიკოლაიშვილი განგვიმარტავს, რომ მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან, არსებობს თუ არა სპეციალური კომპლექტი, რომელიც მოიცავს ავტომობილისთვის ყველა საჭირო საშუალებას. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ჰიპერმარკეტის შოურუმში წარმოდგენილია ავტომობილისთვის საჭირო როგორც საწმენდი, ისე პირველადი დახმარების, საბურავის გამოსაცვლელად აუცილებელი საშუალებები და ხელსაწყოები, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ.

ავტომობილის საწმენდი სპეციალური საშუალებები

შეიძინე ავტომობილის საწმენდი საშუალებები 4.20 ლარიდან

წლიდან წლამდე ავტომობილის სალონი თავის პირვანდელ სახეს კარგავს: ცვდება ტყავი, ხუნდება და სკდება პლასტმასი და სხვა. იმისათვის, რომ ტყავმა პირვანდელი სახე შეინარჩუნოს, რეკომენდებულია, გავწმინდოთ სპეციალური საწმენდითა და კონდიციონერით, რომელიც აახლებს მას. გარდა ამისა, არსებობს პლასტმასის საწმენდი საშუალებებიც, რომელიც მას პირვანდელი ვიზუალის შენარჩუნებაში ეხმარება.

თუ ავტომობილში ნაჭრის სავარძლები გაქვთ, მათი საფუძვლიანად წმენდა და გახუნებისგან დაცვაც შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს. სპეციალურად ავტომობილისთვის შექმნილი საწმენდი საშუალებები და კონდიციონერები კი აღნიშნულ პრობლემას მოგიგვარებთ.

შეიძინე საბურავის მაპრიალებელი მიჰაუსში - 16.50 ლარიდან

ასევე, მნიშვნელოვანია, ძრავის სისუფთავეზე ზრუნვაც. სპეციალური აეროზოლის მეშვეობით შესაძლებელია, მას მოვაშოროთ ზეთის და სხვა საავტომობილო სითხეების ლაქები. საბურავის საწმენდი კი მას უბრუნებს პირვანდელ ვიზუალს და უნარჩუნებს ფერს.

„მიჰაუსში“ ნახავთ ავტომობილის საქარე მინის სპეციალურ საწმენდსაც, რომელიც მწერებისგან დატოვებულ ან სხვა რთულ ლაქებს მარტივად უმკლავდება.

საბურავის ჰაერის კომპრესორი

შეიძინეთ ჰაერის კომპრესორები მიჰაუსში - 139 ლარიდან

ძველი ჰაერის კომპრესორებისგან განსხვავებით, ახალ ხელსაწყოებს არ სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, არის უფრო კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელი.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული ხელსაწყო მუდმივად გვქონდეს ავტომობილში, რათა საბურავის დაშვების დროს გამოვიყენოთ. განსაკუთრებით თუ ეს ხდება მაგისტრალზე, როცა სერვის ცენტრი შორსაა და ფაქტობრივად, მარტოს გიწევს პრობლემის აღმოფხვრა.

საბურავის ჰაერის კომპრესორი ერთდება დენის წყაროში ანუ მანქანის 12-პულტიან გადამყვანში, ადაპტორი ეხრახნება საბურავს და მარტივად შეაქვს ჰაერი. რაც მთავარია, ჰაერის ახალი კომპრესორები აღჭურვილია წნევის მარეგულირებლით, რაც საბურავის დაბერვისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ხელსაწყოების ნაკრები

ხელსაწყოების ნაკრებები მიჰაუსში - 10.70 ლარიდან

არსებობს ავტომობილისთვის საჭირო ხელსაწყოების კომპლექტები, რომელიც სხვადახვა სიმძიმის შემთხვევისთვის არის განკუთვნილი, თუმცა რეკომენდებულია, ელემენტარული და ძალიან საჭირო საშუალებები მაინც გვქონდეს. მაგალითად, ხრახნი, ქანჩები და ბრტყელტუჩა, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს მხოლოდ გამვლელი ავტომობილების მძღოლების იმედად არ დავრჩეთ.

თუ საბურავის შეცვლაც შეგიძლიათ, ამისათვის უფრო დიდი ზომის კომპლექტი დაგჭირდებათ.

საბუქსირე ღვედი და დასაქოქი კლემები

საბუქსირე ღვედი - 19.60 ლარიდან

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ახალ და გამართულ ავტომობილს მართავ, რადგან შემთხვევა ყოველთვის ხდება. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სანამ ევაკუატორი დაგეხმარება, შესაძლოა, კონკრეტული ტერიტორიიდან გამოსვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს, ამ დროს კი საბუქსირე ღვედის გამოყენებით სხვა ავტომობილის მძღოლი გაგიწევს დახმარებას.

შეიძინე დასაქოქი სადენი მიჰაუსში - 7.20 ლარად

რადგან ადამიანური შეცდომა შეიძლება ყველას მოგვივიდეს, ნუ გამორიცხავთ, რომ მთელი ღამით ავტომობილის სალონში დატოვებული შუქი ან ფარები დილით დიდი უსიამოვნების საფუძველი გახდეს. აკუმულატორი სულ ახალი გამოცვლილიც რომ იყოს, რისკი დიდია, რომ ავტომობილი აღარ დაიქოქოს. დასაქოქი კლემები კი მაშველ რგოლად სწორედ ამ დროს მოგვევლინება.

სამედიცინო ყუთი და ცეცხლმაქრი

შეიძინე ცეცხლმაქრები მიჰაუსში - 28 ლარიდან

ალბათ აღნიშნული საშუალებები უკანასკნელია, რაზეც ავტომობილის აღჭურვისას ვფიქრობთ, თუმცა რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

„მიჰაუსში“ განგვიმარტეს, რომ არსებობს 2-კილოგრამიანი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი საშუალება, რომლის მარტივად გამოყენებაც ყველას შეუძლია. აღნიშნული ცეცხლმაქრი გამოიყენება მყარი და აალებადი ნივთიერებების და ასევე 1000 ვატამდე ელექტრომოწყობილობების ჩასაქრობად.

შეიძინე სამედინიცო ყუთი მიჰაუსში - 40 ლარად

რაც შეეხება სამედიცინო ყუთს, მასში მოთავსებულია პირველადი დახმარების ნივთები, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დიდ სამსახურს გაგიწევთ. კომპლექტი მოიცავს სტერილურ ბინტებს, არტახებს, ჭრილობაზე დასაფენებსა და მაკრატელს. შესაძლოა, არტახების სწორად დადება გაგვიჭირდეს, თუმცა საფენებისა და სტერილური ბინტების გამოყენებით დაზარალებულს აუცილებლად დავეხმარებით.

ჩამოთვლილი საწმენდი საშუალებები, ხელსაწყოები თუ საგანგებო მდგომარეობისთვის განკუთვნილი ნივთები დიდ ხარჯებთან დაკავშირებული სულაც არ არის, მათმა მომარაგება კი ბევრ უსიამოვნებას აგვარიდებს თავიდან.

R

5 მიზეზი, რატომ უნდა შეიძინო მედიკამენტები „დოიჩე აფთიაქში“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა