ავტორი:

5 მიზეზი, რატომ უნდა შეიძინო მედიკამენტები „დოიჩე აფთიაქში“

5 მიზეზი, რატომ უნდა შეიძინო მედიკამენტები „დოიჩე აფთიაქში“

მედიკამენტის შეძენისას მნიშვნელოვანია, ფასი და ხარისხი ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდეს, რაც ხშირად ფუფუნებას წარმოადგენს ხოლმე. ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ რეალურად, ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ სწორად განვსაზღვრავთ, სად შევიძინოთ საჭირო მედიკამენტები.

ცოტა ხნის წინ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე ახალი ქსელი - „დოიჩე აფთიაქი“ გამოჩნდა, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტმენტითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აფთიაქი თბილისსა (ი. ჭავჭავაძის გამზირი N25 და ი. აბაშიძის N72-ში)და ბათუმში (ვაჟა-ფშაველას N30-ში) მდებარეობს. „დოიჩე აფთიაქში“ წარმოდგენილია როგორც ევროპული, ისე სხვა ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები, უმაღლესი ხარისხის პარაფარმაცია: შამპუნები, კანის, პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სხვა.

თუ აფთიაქის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცით, გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ უნდა შეიძინოთ მედიკამენტები სწორედ აქ:

ხელმისაწვდომი ფასი

საქართველოში მედიკამენტების ფასები ყოველთვის განხილვის თემაა, რადგან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი ფასები აქვს. თუ ეძებთ შედარებით ხელმისაწვდომ, თუმცა ხარისხიან ალტერნატივას, რატომ უნდა გადაიხადოთ სხვაგან უფრო მეტი ერთსა და იმავე მედიკამენტში, როცა „დოიჩე აფთიაქში“ შედარებით დაბალ ფასად შეძენა შეგიძლიათ.

„დოიჩე აფთიაქში“ წარმოდგილია ყველა მედიკამენტი, რაც საქართველოს ბაზარზეა

დაბალი ფასების გარდა, „დოიჩე აფთიაქს“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტიც გამოარჩევს. აფთიაქში წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა მედიკამენტი, რომელსაც თქვენთვის მისაღებად ფასად შეიძენთ.

აფთიაქი გთავაზობთ გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებს და ასევე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციასაც. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველი არჩევანი გააკეთოს. მაგალითად, „დოიჩე აფთიაქში“ შეიძენთ გერმანული კომპანიის Denk Pharma-ს წარმოების მედიკამენტების სრულ ასორტიმენტს, რომელიც ევროპაში დიდი სანდოობით სარგებლობს.

ექსკლუზიური ევროპული ბრენდები ნებისმიერ ფასთა კატეგორიაში

„დოიჩე აფთიაქმა“ საქართველოში შემოიტანა ისეთი ევროპული ბრენდები, რომელსაც აქამდე მხოლოდ მოგზაურობისას ვიძენდით ხოლმე. მათ შორის არის Dr. Hauschka-ს კანის მოვლის საშუალებები, რომელსაც ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანებიც ანიჭებენ უპირატესობას.

უმაღლესი ხარისხის შამპუნების შხაპგელებისა და თავის მოვლის სხვა პროდუქტების ფასი „დოიჩე აფთიაქში“ 15 ლარიდან იწყება. შესაბამისად, ხარისხიანი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომიც.

ასევე, აფთიაქი გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის თვალის წვეთებს, ბავშვის სათამაშოებს, რომელიც არ შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.

„დოიჩე აფთიაქი“ სასურველ მედიკამენტს უცხოეთიდან ჩამოგიტანთ

აფთიაქი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანოს მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასად. ამისათვის მხოლოდ ე.წ ფორმა 100 და რამდენიმე მარტივი პროცედურა დაგჭირდებათ.

დაგროვების ბარათი

„დოიჩე აფთიაქი“ გთავაზობთ დაგროვების ბარათს საუკეთესო პირობებით: ქულები გროვდება მარტივად და სწრაფად და რაც მთავარია, მომხმარებელს შეუძლია, ქულებით ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოს. 1 ქულა უდრის 1 ლარს და გროვდება ნებისმიერ შენაძენზე.

რაც მთავარია, კომპანიას აქვს უმაღლესი ხარისხის სერვისი, რომელიც სასურველი პროდუქციის კომფორტულად შეძენის საშუალებას გაძლევთ. „დოიჩე აფთიაქი“ აერთიანებს ხარისხიან პროდუქციასა და ხელმისაწვდომ ფასებს, რის გამოც უკვე ათასობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა.

6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს

ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება

"დოიჩე აფთიაქის“ პეკინის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ