ავტორი:

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ბერძნული მედიის ცნობით, ცეცხლის კერა კორინთიაში, ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციას 85 სახანძრო მანქანა და 250 ეკიპაჟი ცდილობს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი ლოკალიზების მაგივრად სულ უფრო მასშტაბური ხდება. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს ასევე 17 სახანძრო თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი.

ბერძნული გამოცემების თანახმად, დამწვარია სახლები, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცნობით, ხანძარი იმდენად მასშტაბურია, რომ დაკვამლიანება და ფერფლი მიმდებარე კუნძულებზეც კი შეინიშნება.

"ცეცხლის კერა ათენიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი. ფერფლი აივნებზე გვეყრება. საშინელი სანახავია. ცეცხლი უკიდია სახლებს, პალმებს, ხეებს, ბუჩქებს და რაც არის სანაპიროს მიმდებარედ. როგორც ამბობენ, თავდაპირველად მთიდან დაიწყო და ზღვის სანაპირომდე ჩამოაღწია. ქარის გამო ვერ აქრობენ. ამატებენ და ამატებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მინიმუმ 5-6 ბალის სიმძლავრის ქარია", - უყვება Ambebi.ge -ს ათენში მცხოვრები ქართველი.

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო