მესტიის რაიონის გამგებელი გოჩა ჭელიძე თანამდებობიდან გადადგა

მესტიის რაიონის გამგებელი გოჩა ჭელიძე თანამდებობიდან გადადგა

მესტიის რაიონის გამგებელი გოჩა ჭელიძე თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ჭელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. გადადგომის მიზეზები უცნობია.

გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით საუბარი არ სურს თავად გოჩა ჭელიძესაც. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე