ავტორი:

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა. ვირუსის გამო ადამიანები დღემდე ცდილობენ, ახალ, პანდემიურ ცხოვრებას შეეგუონ. უკვე წელიწადზე მეტია ვუყურებთ, როგორ იკეტება მაღაზიები და ეკონომიკური ცვლილებები რა ძლიერ აზიანებს საქართველოს და მსოფლიოს. პანდემია შეეხო ყველაფერს, მათ შორის, მოდის სფეროსაც, თუმცა, საბედნიეროდ, მსხვილმა კომპანიებმა გადარჩენა და კრიზისის დაძლევა შეძლეს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი - "ავთანდილი" ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას განაგრძობს და ახალი სამოსითა თუ საინტერესო სიახლეებით განვითარებას არ წყვეტს. მალე ზაფხული მოვა და მოდას ახალი ფერები შეემატება, თანაც, პარალელურად, ქვეყანა პანდემიისგან თავის დაღწევას ცდილობს. ახალ ტრენდულ ფერებზე, სტილსა და ამ რთულ პერიოდზე "კვირის პალიტრას" ავთანდილ ცქვიტინიძეს ესაუბრა:

- მალე ზაფხული მოვა, როგორი სტილის სამოსი იტრიალებს 2021 წლის ზაფხულში?

- ზაფხული ნათელ ფერებთან ასოცირდება, როგორიც არის თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, მოკლედ - რაც გვახარებს და რაც პოზიტიურ ენერგიას გვანიჭებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, შავი არასდროს წასულა და არც გადავა მოდიდან, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ზაფხულში გავანეიტრალოთ შავი ტონალობა და ნათელი ფერებით, თუნდაც - აქსესუარებით გავამრავალფეროვნოთ სამოსი. მოდაში შემოდის და გადის ფერები, თუმცა შავი მუდმივად რჩება, მეფეა.

- ახლა, გაზაფხულზე რა ტრენდებს ვხვდებით და რა დაემატება ზაფხულისთვის?

- ეს პანდემია დიდი პაუზა და შეჩერება აღმოჩნდა მოდისთვის. მოდა სწრაფად ტრიალებს, 6 თვეში ერთხელ იცვლება და ახლა მეტი აქცენტი გაკეთებულია უფრო სპორტულ სამოსზე, ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც კომფორტულია. იმედია, ეს პერიოდი მალე დასრულდება და დავუბრუნდებით "პრანჭვის" პერიოდს. პანდემიის გამო, საჭიროება არ იყო გასასვლელი ტანისამოსის, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს მოვერგეთ, თუმცა ამანაც სახე იცვალა. სპორტული სამოსი გახდა "Fashion"-ი, ტრენდული და უკვე მისი გამოსასვლელი ვერსიებიც ვიხილეთ სხვადასხვა დიზაინერისგან...წაიკითეთ სრულად

"ევროვიზიის" გამარჯვებული სკანდალში გაეხვა - საზოგადოების აზრით, ის სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო: რას აცხადებს მომღერალი

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა