ავტორი:

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე დასკვნით კონცერტზე "ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული გამოვლინდა. მასში 39 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

გამარჯვებული ქვეყანა იტალია - ჯგუფი Måneskin გახდა, სიმღერით Zitti E Buoni. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. ჯგუფმა ჟიურის შეფასებით 206 ქულა, ხოლო მაყურებლისგან 318 ქულა მიიღო. მიღებული 524 ქულით მან საფრანგეთს გაასწრო, რომელსაც ჯამში 499 ქულა ჰქონდა დაგროვებული. საქართველოდან ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება - 12 ქულა იტალიას მიაკუთვნა. ქულები "ევროვიზიის" მაყურებელს ოთო ნემსაძემ გააცნო.

ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა კონკურსის მასპინძელი ქვეყანა - ნიდერლანდები.

საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ის კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით You.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს იტალიამ "ევროვიზიის" კონკურსი 31 წლის წინ, 1990 წელს შეძლო.

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევი მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს