ავტორი:

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში დილიდან მწყემსის საძიებო სამუშაოები განახლდა. თანასოფლელების თქმით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის იოსებ მარღიშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"გუშინ, ღამის 11 საათამდე მიმდინარეობდა ძებნა, დღეს დილით, გამთენიისას გაგრძელდა ღონისძიებები. მდინარე მტკვარსა და მის სანაპირო ზოლში, სოფლების -კავთისხევის და მეტეხის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს ძებნა. ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ჯგუფია ჩართული, მათ შორის - მყვინთავებიც. 50-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს ღონისძიებებში, სამწუხაროდ, გაუჩინარებულ ზუბიაშვილს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" იოსებ მარღიშვილმა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ერთად ვცხოვრობდით გერმანიაში, გავიარეთ ყველაზე მძიმე თვეები და იქ მოხდა ეს ტრაგედიაც" - საქართველოში დაბრუნებული ლიკუნა ხაჭაპურიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს