"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა.
კალაძე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი გახდეს.
"ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.