ავტორი:

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, 14.00 საათზე შეიკრიბებიან.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ავტოკოლონა ქუთაისიდან დაიძვრება და აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები შეუერთდებიან.

აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.

„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ.

„ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე