ავტორი:

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

სასკოლო ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა, უამრავ დადებით ემოციასთან, ახალი მასალის ათვისებასა და სოციალურ ურთიერთობებთან ერთად, არის ხარვეზები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ მოსწონთ მშობლებს, მეორე მხრივ კი - მასწავლებლებს. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ნიშანს უმიზეზოდ აკლებს, მოტივაციას არ აძლევს და განვითარებაში ხელს არ უწყობს. მათ ვკითხეთ, ყველაზე ხშირად, რა არ მოსწონთ მასწავლებლებში, რა აღიზიანებთ, რომელ ნაწილში არ ეთანხმებიან და რა მიმართულებით აქვთ ხოლმე შენიშვნები. ვუთხარით, რომ თითოეული პასუხი იქნებოდა ანონიმური, ამიტომ, მათ გულწრფელად დააფიქსირეს ის, რაც არ მოსწონთ და აღელვებთ.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • მე ბევრი რამ მაღიზიანებს: 1. როცა ფულის გამო არიან სკოლაში და ბავშვები სინამდვილეში არ უყვართ. 2. როცა უხეშად ექცევიან მოსწავლეებს ან არჩევენ ერთმანეთისგან. 3. როცა პედაგოგები გაყინულები არიან ერთ ადგილზე და არ ვითარდებიან - წლების წინ რასაც და როგორც ასწავლიდნენ, ისევ ისე ასწავლიან. კიდევ მაღიზიანებს პედაგოგების არაპედაგოგიური ქცევა, მაგალითად, ზედმეტად გამომწვევად რომ იქცევიან და იცვამენ.
  • მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ბავშვებს ერთმანეთს ადარებს და ეუბნება: "ის შენზე კარგად სწავლობს და მას მიბაძე", "შენზე უფრო მოწესრიგებულია და მისგან ისწავლე მსგავსი მიდგომები". ორი შვილი მყავს და ორივე მათგანთან მქონია ასეთი შემთხვევები. ძალიან გამაღიზიანებელია, ზოგს მეტი შეუძლია,ზოგს ნაკლები და ბავშვების მოტივაციის ამაღლება, სხვებთან შედარებით, არ არი სწორი მიდგომა.
  • მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ერთმანეთისგან არჩევს ბავშვებს, როცა ყურადღებას ყველას თანაბრად არ უნაწილებს. ბევრი მშობლისგან გამიგია, რომ სწავლობს ბავშვი და არ უფასდებათ. როცა კონკრეტულ საგანში სხვა მასწავლებელთან მიიყვან მოსამზადებლად, სკოლის მასწავლებლებმა "გადაკიდება" იციან. არადა, მისი მიდგომები რომ მაკმაყოფილებდეს, სხვასთან რატომ წავიყვან, ან საერთოდ, რატომ მოვამზადებ და გადავიხდი დამატებით ფულს?
  • მასწავლებელი მოსწავლისთვის კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მისი ტოლი და მეგობარი. უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან დიპლომატიური მიდგომის ნიჭი. როგორიც არ უნდა იყოს ბავშვი, მასწავლებელი მისთვის საიმედო, სასიამოვნო, მესაიდუმლე უნდა გახდეს. ხოლო საგანი ბავშვისთვის ტვირთი კი არა, სახალისო და საინტერესო უნდა იყოს. კარგ მასწავლებელს ეს შეუძლია. სამწუხაროდ, ხშირად, მასწავლებლებს არ აქვთ ხასიათში სიკეთე, მოთმინება და ნერვები არ ჰყოფნით, ვერ უღებენ ბავშვებს ალღოს, უფროსობენ და მკაცრობენ და ამით უფრო შორდებიან მათ. ასეთი მიდგომით მოსწავლეს სულ შესძულდება სწავლაც, მასწავლებელიც და საგანიც. მასწავლებლისთვის თავისი პროფესია არ უნდა გახდეს მხოლოდ სამუშაო და იძულებითი ქმედება. მოწოდებით მასწავლებლები, ახლა, სამწუხაროდ, იშვიათობაა. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდება. ავი მასწავლებელი კი, შავი ლაქასავით რჩება მის ფიქრებში.
  • ჩემმა მასწავლებელმა მოსწავლეების ამორჩევა იცოდა და სტიმულს კი არ გვაძლევდა, პირიქით, გვიქრობდა. თვითშეფასებას გვიქვეითებდა და ამის გამო დაფასთან სულ 3 ბავშვი გადიოდა, რომელსაც თავად ამზადებდა. დანარჩენებს ისე გვექცეოდა, თითქოს გაყინული სკუმბრიები ვიყავით. ასე გვეძახდა...
  • სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნება. ჩვენ არ გვქონია მსგავსი ფაქტები, მაგრამ, გამიგია და ძალიან ცუდია. ვინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს სიტყვები მათზე? წაიკითხეთ სრულად

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი