სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა ფუნიკულორის კაბინის ვარდნის გამო იტალიის პიემონტის პროვინციაში. ამის შესახებ BBC წერს.
დაშავებულია ორი ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროს მონტენორეს მთასთან აკავშირებს და რომლის სიმაღლეც 1500 მეტრია. მედიის ცნობით, საბაგიროს კაბინა მთის მწვერვალამდე 100 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
არ გამორიცხავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.