ავტორი:

"გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს" - სოზარ სუბარი

"გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს" - სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცის რა შესაძლებლობები აქვს.

"ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია, ზუსტად ამიტომაც მოვაწერეთ იმ 43%-იან ბარიერის თანხმობას. თუ 43%-ს ვერ ავიღებთ, მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ არ გვეშინია არც 43%-ის, არც 45%-ის და არც 50%-ის. უკონკურენტო ვიქნებით - ამას მკაფიოდ ვამბობ და ამას დაინახავთ კიდევაც. ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს", - განაცხადა სუბარმა.

"ველოდებით "ნაცმოძრაობას" პარლამენტში... ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით" - ხვიჩია

ხვალ გახდება ცნობილი შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე