ავტორი:

"ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია - საჭიროა ძლიერი პასუხი" - ევროკავშირი ბელარუსს 3 მლრდ ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტს გაუყინავს

"ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია - საჭიროა ძლიერი პასუხი" - ევროკავშირი ბელარუსს 3 მლრდ ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტს გაუყინავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი", - დაწერა შარლ მიშელმა Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ევროკავშირი ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის პაკეტს გაუყინავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ევროკავშირის სამი მილიარდი ევროს ინვესტიციის პაკეტი ბელორუსისთვის შეჩერდება და გაყინული იქნება, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული არ გახდება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

ასევე ნახეთ: "კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

"ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში საკუთარი სურვილით მუშაობენ" - ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (ფოტოები)

ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს - რა ინფორმაცია ვრცელდება კანადაში მასობრივი სასაფლაოს შესახებ?

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა