ავტორი:

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

"ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) ევროკავშირში 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, EMA-ს მედიკამენტების კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა „Comirnaty“ 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაშიც გამოიყენონ. ის უკვე დამტკიცებულია 16 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვაქცინაციისთვის.

"Comirnaty-ის გამოყენება 12 – დან 15 წლამდე ბავშვებში ისევე მოხდება, როგორც 16 და ზემოთ ასაკის ადამიანებში. იგი კეთდება მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა შემოწმდა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში. კვლევისას 1 005 მოზარდს ვაქცინა გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, ისევე, როგორც 16 წელს ზემოთ ადამიანებში, გამოხატულია ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

საბოლოოდ, ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში აღემატება რისკებს.

ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის აცრებისთვის ოფიციალურად დაამტკიცა. ამ თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში საგანგებო გამოყენებისათვის უკვე დაამტკიცა Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელმა სამსახურმა განაცხადა, რომ მისი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს.

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

ინდოეთში კორონავირუსის ქალღმერთები გამოიგონეს და მათ ფიგურებზე ლოცულობენ - მომლოცველები ქალღმერთებს რძეში და კურკუმას წყალში "აბანავებენ"

"ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% "ინდურ ვარიანტთან" არის დაკავშირებული" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი  ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი