ავტორი:

"გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - ულამაზესი კადრები დავით გარეჯას ნახევარუდაბნოდან

"გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - ულამაზესი კადრები დავით გარეჯას ნახევარუდაბნოდან

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გარეჯის სერზე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.

"გუშინ გარეჯის ნათლისმცემელში ყოფნისას მორჩილმა სიმონ გულედანმა შემომთავაზა, მოდით მეგზურობას გაგიწევთ და ფერად მთებს გიჩვენებთო, კინაღამ უარი ვუთხარი, ვიფიქრე - რა უნდა მაჩვენოს ისეთი, რაც არ მინახავს და რომ გამაკვირვოს-მეთქი, კიდევ კარგი, რომ დავთანხმდი ამ კეთილ ადამიანს და გავემგზავრეთ ერთად, სულ 5-7 კმ იქნება ნათლისმცემლის ტაძრიდან, ღმერთმა გაუმარჯოს "პრადიკოს" - ტოიოტა პრადოს შემქმნელს, და ჩემამდე ყველაზე კარგი პირობებით შემომთავაზებელს, ჩემს მეგობარ - ირაკლი გურჩიანს, ასე მგონია მსგავსი მანქანა არ არსებობს-მეთქი, განსაკუთრებით საქართველოს გზებზე სამოძრაოდ... თქვენი არ ვიცი მაგრამ, გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - წერს ფოტოგრაფი.

ცნობისთვის, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში მდებარეობს. ნახევარუდაბნოები საქართველოში აღმოსავლეთ რაიონებში გვხვდება (ელდარის დაბლობი, გარდაბნის ვაკე, შირაქ-გარეჯის ზეგანი), ფრაგმენტების სახით თბილისის მიდამოებშიც.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"