ავტორი:

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

26 მაისს პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე 82 წლის გახდებოდა. მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დიდი იდეა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.

მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა.

ამ შრიფტის შესაქმნელად ეროვნულ არქივში დაცული ყველაზე მნიშვნელოვანი მერაბ კოსტავას ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა. სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვით დავით მაისურაძემ შრიფტი შექმნა, რომელიც მერაბის პოეტურ ბუნებას ნათლად გამოხატავს.

"ხელნაწერის მიხედვით აღდგენილი შრიფტის უკან ყოველთვის პიროვნება დგას თავისი ბიოგრაფიითა და ხასიათით. თუ ეს ბმა პიროვნებასა და შრიფტს შორის გაწყდა, ერთ ჩვეულებრივ, უშინაარსო შრიფტს მივიღებთ. მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტი ძალიან ორიგინალური, ყველა სხვა შრიფტისაგან გამორჩეული, ნათელი და მკაფიო გამოვიდა. პირველი, რაც ამ შრიფტის ყურებისას თავში მომდის, ის არის, რომ ეს ხელნაწერი მუსიკალური, პოეტური და შეიძლება, ოდნავ ბავშვურიც არის. ეს ყველაფერი - მუსიკალურობაც, ბავშვური სისუფთავეც და სიცხადეც - ვფიქრობ, ზუსტად ახასიათებს მის პიროვნებასაც", - გვეუბნება კალიგრაფი დავით მაისურაძე.

"ჯეპრას" და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მეოთხე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, სულ ცოტა ხნის წინ კი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას შრიფტი.

"დიდი სიხარულით წარვადგენთ ამჯერად მერაბ კოსტავას შრიფტს. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი იდეა, - შევქმნათ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების ერთგვარი გალერეა, ნელ-ნელა ფრთებს ისხამს. მერაბ კოსტავას ხელნაწერების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას", - აღნიშნავს ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერი რუსუდან უსტიაშვილი.

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - რა ხდება ამ წუთებში სოფელ გუმათში (live)

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეებიც - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?