ავტორი:

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს , - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა გუმათში განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. „ორი ადამიანი დააკავეს. დაკავება მოხდა ზოგადად მიწოლის პროცესში. ბოლო პერიოდი მე ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, რადგან ქალები იყვენ აქ და შესაძლებელია ვინმეს საფრთხე შექმნოდა. ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს. იმისთვის , რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადასვლა ამ ბარიკადის მეორე მხარეს, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმაში“ , - განაცხადა გოლეთიანმა.

პირდაპირი ეთერი სოფელ გუმათიდან

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში?

"წნევა დავარდა, დამწვრობის სუნი იყო" - რა მოხდა კიევი-ბათუმის ავიარეისზე? - სოციალურ ქსელში თვითმფრინავის სალონში გადაღებული კადრები ვრცელდება