ავტორი:

"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

რუსულმა გამოცემა maski-proekt.media-მ მოამზადა სტატია იმაზე, თუ როგორ შექმნა ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის წიაღში საკუთარი სასულთნო.

"ჩეჩნეთი მოსკოვის ხელმძღვანელობას ერთგულებას ეფიცება, მაგრამ მის ტერიტორიაზე აღმოცენებულია მმართველობა, სადაც ევროპული სახელმწიფოს კანონები საბაზისო დონეზეც კი არ მოქმედებს. რეგიონის ლიდერია რამზან კადიროვი, რომელიც გამოირჩევა მრავალცოლიანობით და თავისი დიდი ოჯახისთვის მისი შემოსავლებიდან უამრავ ფულს ხარჯავს.

2015 წლის მაისში ჩეჩნეთში 47 წლის, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის ნაჟუდა გუჩიგოვასა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევის ქორწინების ფოტოებს, სადაც პატარძალი არ მალავდა, რომ უბედური იყო, რუსულ მედიაში დიდი შფოთი მოყვა.

ნაჟუდა გუჩიგოვა და ლუიზა გოილაბიევი

არსებული ცნობების თანახმად, სკოლის მოსწავლე გოგონას ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე გათხოვება არ სურდა. ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ გოგონას მშობლები. იმისთვის, რომ ოჯახი ჩეჩნეთიდან არ გაპარულიყო, გუჩიგოვამ მის სოფელთან პოლიციის ბლოკპოსტი დააყენა. გოგონას უფლებების დაცვას ადამიანის უფლებისდამცველები მიხეილ ფედოტოვი და ელა პამფილოვაც შეეცადნენ, მაგრამ საქმროს რამზან კადიროვი გამოესარჩლა და ვერაფერს გახდნენ. ქორწინებას ნაჟუდა გუჩიგოვას პირველი ცოლიც ესწრებოდა, იმის დასტურად, რომ ჩეჩნეთში მრავალცოლიანობა ტრაგედია არ არის.

"შარიათის კანონების თანახმად, მამაკაცს ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს, თუ მათი რჩენა და მათთვის თანაბარი ყურადღების დათმობა შეუძლია. წესის თანახმად, ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ყველას ცალკე სახლი უნდა ჰქონდეს და სახლები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ქალი, თუ მას ქმარი არ ჰყავს, არასრულფასოვან არსებად ითვლება, ამიტომაც ისინი მზად არიან მეორე და მესამე ცოლები გახდნენ" - წერს ჟურნალისტი სვეტლანა ანოხინა თავის პუბლიკაციაში.

გოგონას უარის თქმა შეუძლია, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობენ, შვილები თუნდაც დაძალებით გაათხოვონ, რათა "მათ ცხოვრება დაულაგონ".

ჩენჩეთის ლიდერმა მრავალცოლიანობა არაერთხელ წაახალისა.

"ქალს პატრონი სჭირდება. თუ ახალგაზრდა გოგონა ქმარს გაშორებულია და ერთობა, მისი ძმა კლავს მას და მის მეგობარ მამაკაცსაც. ამიტომ, ჯობია, ქალები ვინმეს მეორე ან მესამე ცოლები გახდნენ, ვიდრე მოკლან..." - აცხადებს კადიროვი.

მის სიტყვებს ეთანხმება მისი ოფიციალური ცოლი მედინა, რომლის თქმითაც, "თუ მის ქმარს კიდევ მოუნდება დაქორწინება, ის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ასეთია მუსლიმური წესები..."

კადიროვს საქვეყნოდ არასდროს უსაუბრია, ჰყავს თუ არა მას სხვა ცოლები ოფიციალურად, მედინას გარდა, რომლისგანაც მას 14 შვილი ჰყავს, თუმცა მის სხვა ცოლებზე ინფორმაციები პერიოდულად მაინც ვრცელდება.

მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადიროვის მესამე ცოლი ადგილობრივი მომღერალი და მოცეკვავე, ანიმატ ახმადოვაა. მასთან ახლო ურთიერთობის გამო, ანსამბლმა "დაიმოხკიმ", რომლის ხელმძღვანელი ანიმატის მამაა, ევროპაში გასტროლი შეწყვიტა.

ანიმატ ახმადოვა

გამოცემა maski-proekt.media-ის ინფორმაციით, კადიროვის მეორე ცოლი ქონებრივად უზრუნველყოფილია, მას ძალიან დიდი ბიზნესი აქვს. კადიროვმა ის, ჩეჩნეთში 2006 წელს ჩატარებულ სილამაზის კონსკურსზე იპოვა.

მაშინ გოგონას მოგებულ "ტოიოტას" მარკის ავტომანქანასა და ევროპაში ორკაციან საგზურს დაჰპირდნენ. 250 გოგონას შორის გამარჯვებული 15 წლის ზამირა ჯაბრილოვა გახდა, მეორე და მესამე ადგილზე ფატიმა და ჯანორა ხაზუევები გავიდნენ. კონკურსის შემდეგ, მონაწილეები რესპუბლიკის ლიდერის დაცვის თანხლებით, ბანკეტზე მიიწვიეს.

ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც ფინალში ვერ გავიდა, ტირილი დაიწყო, კადიროვმა ის დაამშვიდა და Chopard-ის ფირმის, ოქროს საათი აჩუქა.

დოლარების ფრიალით, კადიროვის მიერ შესრულებული ლეზგინკა, დიდხანს იყო განსჯის თემა. სწორედ იქ იპოვა ჩეჩნეთის ლიდერმა მეორე ცოლი ფატიმა ხაზუევა.

ფატიმა ხაზუევა

"გროზნოში ამ ამბის შესახებ თითქმის ყველამ იცის. მისი სასახლის კეთილმოსაწყობად ფედერაციის ბიუჯეტიდან არაერთი მილიონი რუბლი დახარჯულა. სასახლე გროზნოს იმ რაიონში მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივები "კიშინევსაც" უწოდებენ. მისი ქუჩები კადიროვის ფავორიტი სუფისტი შეიხის ოჯახის წევრების სახელებს ატარებს..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, რაიონი ელიტარულ დასახლებად ითვლება.

იქ კადიროვისთვის მნიშვნელოვანი პირები, მაღალჩინოსნები და მისი ახლობლები, დეპუტატები, მაგომედ დაუდოვი და ადამ დელიმხანოვის ცხოვრობენ. ჩვეულებრივი ადამიანები იქ ვერ ხვდებიან, იქ აკრძალული ზონაა. ასევე აკრძალულია გადაღება. ფატიმა ხაზუევა და კადიროვის კანონიერი ცოლი, მედინა, მოსკოვში ბიზნესებს ერთობლივად წარმართავენ.

"ხაზუევას სახელზე მოსკოვში, მოსფილმის ქუჩაზე, ორი დიდი სახლია. არც ახალგაზრდა მომღერალია უკმაყოფილო, როგორც გროზნოში, ასევე, ჩეჩნეთში, მას უძრავი ქონების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვს... მთლიანობაში კადიროვის ცოლები დაახლოებით, 800 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ზუსტი თანხის დადგენა, ცხადია, შეუძლებელია" - წერს გამოცემა.

ამ პუბლიკაციას რუსულ ინერნეტსივრცეში აგრესია მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, "რუსეთის სულთანი ცოლებს ფუფუნებას უქმნის, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი, სოციალური პრობლემების გამო, საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს..."

"მეფის მეფე, სულთნის ჰარამხანა - როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ასე პრივილეგირებული. ჩეჩენთში სრული მარაზმი ხდება... ", - წერენ ისინი პუბლიკაციის კომენტარებში.

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

დერეკ შოვინმა დუმილი დაარღვია და ჯორჯ ფლოიდის ოჯახს მიმართა - რა მოხდა პროცესზე, სადაც ყოფილ პოლიციელს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება