ავტორი:

"ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ამისთვის შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ამისთვის შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

ვნახავ, „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ჩემი ფეხით გასათრევად შემოდის თუ იმისთვის შემოდიან, რომ სავარძლებში დასკუპდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პარლამენტში შესვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, დიდი ხანია ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლას აპირებს.

„უბრალოდ ახლა იმის შესახებ მსჯელობენ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად გაბანძებულები და როგორ გააკეთონ ისე, რომ ძალიან გაბანძებული არ შემოვიდნენ. მე რა თქმა უნდა, მათ აქ ველოდები. ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ჩემი ფეხით გასათრევად შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ. აი ეს მაინტერესებს! საერთოდ, რა ნამუსით შემოდიან მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც ჩემი და ლევან იოსელიანის მიმართ იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსება და სინდისი რომ ჰქონდეს, გამოვიდოდნენ და აღიარებდნენ - ახლა რომ ამბობენ, პოლიტიკური პროცესი შეიცვალაო, მაშინ გამოვიდნენ და აღიარონ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი მე და ლევან იოსელიანმა შევცვალეთ. ამდენ სიბინძურეს იმიტომ გავუძელით, რომ პარლამენტში რეალური პოლიტიკური პროცესი წარმართულიყო და რაც მთავარია, „ქართული ოცნებისთვის" ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოგვეგლიჯა", - განაცხადა ელისაშვილმა.

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე

"ფეხებით გამოგათრევთო, რომ მპირდებოდნენ და ახლა შემოდიან, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში?" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე“

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში