ავტორი:

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები ლაბორატორიულად აღარ დადასტურებულა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მონიტორინგი და სავარაუდო ფაქტების გამოკვლევა მუდმივად მიმდინარეობს.

„ვირუსის ახალი შტამების შემთხვევები საქართველოში ლაბორატორიულად არ დადასტურებულა იმის შემდეგ, რაც გვქონდა. მიმდინარეობს სავარაუდო ფაქტების გამოკვლევა. როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, ხდება მათი შემდგომი სეკვენირება. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მუდმივი მონიტორინგი სხვადასხვა შტამებზე და მათ ცირკულირებაზე მიმდინარეობს. 5+1 შემთხვევის შემდეგ ეს აღარ დადასტურებულა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა. ე.წ. ინდური შტამი საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.

თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "ფეისბუქზე"?

"შესაძლებელია სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი საჭესთან ნასვამი იქნება, ძრავა არ ჩაირთოს" - ლადო კახაძის ინიციატივა

"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე