ავტორი:

"გადავწყვიტეთ, დავიქირავოთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდება"- ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე

"გადავწყვიტეთ, დავიქირავოთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდება"- ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე

დაფინანსება ძირითადად მოდის ემიგრანტებისგან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ნამახვანჰესის“ პროტესტის მონაწილეეები გამოდიან ინიციატივით, რომ ვინც მათ დაფინანსებას სხვადასხვა ძალას უკავშირებენ, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი დაფინანსების ნუსხა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ, აქტიურ მონაწილეობას ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს იღებენ მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე პირადად იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი ასე გამჭვირვალედ. ასევე, გამოვედით ინიციატივით ჩვენ თვითონ, რომ რადგან დაფინანსებაზე ატყდა ესეთი ამბავი და უკავშირებენ რაღაც სხვადასხვა ძალას - ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედია საშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ა.შ. ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავთავიანთი შემოსავლის ნუსხა - ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პოლიციელი დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ერთ-ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან